კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში

21 დეკემბერი 2023

10-16 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა სამუშაო ვიზიტით გერმანიის უნივერსიტეტებში იმყოფებოდა, რომელიც განხორციელდა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) ინიცირებითა და მხარდაჭერით.

 

კავკასიის უნივერსიტეტის გარდა მონაწილეობას იღებდნენ საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 10 წარმომადგენელი.

 

სამუშაო შეხვედრები/ვიზიტები გაიმართა შემდეგი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან:

  

  • Brandenburg University of Technology;
  • West Saxony University of Zwickau;
  • University of Applied Sciences Jena;
  • Magdeburg-Stendal University of Applied Sciences
  • Eberswalde University;

 

შეხვედრების ფარგლებში, განხილული იყო თანამშრომლობის საკითხები, როგორც სტუდენტთა გაცვლის, ისე კვლევითი და ერთობლივი პროგრამების განხორციელების მიზნით. მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმებასა და შემდგომი ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

 

გარდა სამუშაო შეხვედრებისა, იენას უნივერსიტეტში გაიმართა საგანმანათლებლო კონფერენცია/გამოფენა, სადაც საქართველოს და სომხეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თანამშრომლობის საკითხები განეხილათ 10-მდე უნივერსიტეტთან.

 

პროექტის მონაწილეები ვიზიტით იმყოფებოდნენ ბუნდესტაგში, სადაც სამუშაო შეხვედრა გაიმართა  გერმანია- სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფთან, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც  ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას.