2016 წელი

კონკურსი: ,,სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2016’’.

პროექტის მიზანი: ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სტუდენტების აქტიური ჩართვა სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის სტუდენტებმა.

კონკურსის ორგანიზატორები და განმახორციელებლები: „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ და „ევროპის ფონდი“.

პროექტი დასრულდა 2016  წლის 10 ივნისს.


პროექტი – ,,სამხრეთ კავკასიის ევროინტეგრაციის პერსპექტივები” შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე ,,საკონფერენციო გრანტები’’ წარსადგენად.

პროექტის ხელმძღვანელი: შალვა მაჭავარიანი, პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სამეცნიერო დარგში.

პროექტი მომზადდა 2016 წლის 2 მარტს.