სლოგანი - ,,მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნა უკეთესი ჯანდაცვისთვის.''
ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტი შეიქმნა 2024 წელს.
ინსტიტუტის მისიაა ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში ინოვაციური ცოდნის გენერირება და მისი პრაქტიკული იმპლემენტაცია. ჩვენი საქმიანობა მიმართულია აკადემიური მიღწევების ტრანსფორმაციაზე განვითარების პროგრამებად, სტრატეგიულ პროექტებად და მაღალკვალიფიციურ სამეცნიერო პუბლიკაციებად.
ინსტიტუტის მიზანია დარგობრივი კვლევებისა და ანალიტიკური საქმიანობის მეშვეობით, ჯანდაცვის სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის დანერგვა.
სტრატეგიული პრიორიტეტები მოიცავს:
- იდენტიფიცირება - ჯანდაცვის სფეროს აქტუალური და პრიორიტეტული ამოცანების განსაზღვრა.
- ანალიზი - სექტორული საკითხების კომპლექსური, სისტემური შესწავლა და სიღრმისეული კვლევა.
- ადვოკატირება - გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის მეცნიერულად დასაბუთებული და არგუმენტირებული რეკომენდაციების მომზადება.
ინსტიტუტის წევრების მიერ კვლევები გამოქვეყნდა Scopus Q1 დონის სამეცნიერო სტატიები ისეთ წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში, როგორებიცაა: European Journal of Social Security (Sage, Scopus Q1), The Journal of Headache and Pain (Springer, Scopus Q1), Assessment (Sage, Scopus Q1), Cell Transplantation (Sage, Scopus Q1), Journal of Health Care Chaplaincy (Routledge, Scopus Q1), BMC Psychology (BioMed Central, Scopus Q1), General Psychiatry (Elsevier, Scopus Q1), General Hospital Psychiatry (Elsevier, Scopus Q1), Sustainability (MDPI, Scopus Q1) უნივერსიტეტის სახელით მოზიდულ იქნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტები 2022, 2023, 2024, და 2025 წლებში.
ინსტიტუტის წევრები დასახელდნენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წლის საუკეთესო მეცნიერებად (2018)
მისამართი: პაატა სააკაძის ქ. 1, ქ. თბილისი 0102, საქართველო;
ელ-ფოსტა: tverulava@cu.edu.ge;
ტელეფონი: +995 577 284 849.
