კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.
CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.
კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 54 ქვეყნის 200 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.
CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.
კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან.
კავკასიის უნივერსიტეტის აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო აკრედიტაციის სამსახურის მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო მოვალეობები:
- საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესის დაგეგმვასა, ინიცირებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
- საერთაშორისო თუ ადგილობრივ რეიტინგებში მოხვედრის პროცესის დაგეგმვასა, ინიცირებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
- საერთაშორისო აკრედიტაციის მომნიჭებელი ორგანიზაციების მოძიება;
- ხელმძღვანელის დავალებით საერთაშორისო აკრედიტაციისა თუ სარეიტინგო სისტემის საჭიროებებიდან გამომდინარე დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა;
- მონაწილეობის მიღება საერთაშორისო აკრედიტაციის სისტემის ჩამოყალიბებაში;
- მონაწილეობის მიღება საერთაშორისო აკრედიტაციის სისტების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის პროსესში;
- საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესისთვის საჭირო დოკუმენტების შეგროვება და სისტემატიზირება;
- საერთაშორისო აკრედიტაციის საჭიროებებიდან გამომდინარე საგანმანათლებლო პროგრამების აუდიტის პროცესში მონაწილეობა;
- დეპარტამენტის მიერ გაწეული წლიური საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
- სამსახურის მიზნების, ამოცანების და ფუნქციების შესრულებაში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მუშაობის არანაკლებ 1 (ერთ) წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა ( არანაკლებ B2 დონეზე);
- MS Word, Excel და PowerPoint-ის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელური, ენერგიული, ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი;
- პრობლემების სწრაფად და საფუძვლიანად გადაჭრის უნარი;
- მოწოდებული ინფორმაციის დროულად დამუშავების და სინთეზირების უნარი;
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციის ეფექტურად წარმოების უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე);
- ანაზღაურება (ხელზე ასაღები): 1300-1500 ლარის ფარგლებში. დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე;
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge
გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება: „საერთაშორისო აკრედიტაციის სამსახურის მენეჯერი“
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 16 თებერვლის ჩათვლით.
წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.
კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! ''