არქიტექტურის პროგრამის პრეზენტაცია

15 March 2017

14 მარტს,  სასტუმრო „Radisson Blu Iveria-ში" კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. 

 

კავკასიის უნივერსიტეტის ახალ პროგრამაზე მიღება უკვე გამოცხადებულია. 

 

შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს წამყვან არქიტექტურულ კომპანიებთან, რაც გულისხმობს კავკასიის უნივერსიტეტსა და ამ კომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობას სტუდენტთა დასაქმების კუთხით. 

 

ეს კომპანიებია: „არქ გრუპ აჭარა“, „არქიტექტორები.ჯი, „არტსტუდიო პროექტი“, "დმ სტუდია", "კრეატივ სტუდიო, ქუბულიები და პარტნიორები" და  "ქურდიანების  სტუდია დინასტია".