CU-ის წარმომადგენლების ვიზიტი ყვარლის სკოლებში

16 ოქტომბერი 2020
16 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და უნივერსიტეტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ყვარელში, სადაც აბიტურიენტებს შეხვდნენ.
 
უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩაუტარეს და კავკასიის უნივერსიტეტის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მიაწოდეს.
 
აბიტურიენტებმა ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე და დასვეს კითხვები საბაკალავრო პროგრამებთან დაკავშირებით.
 
მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრებს კავკასიის უნივერსიტეტი სხვადასხვა რეგიონში ატარებს.