კომპანია BDO-ს ტრენინგებისა და დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია

6 ოქტომბერი 2014

გაცნობებთ, რომ საერთაშორისო აუდიტორული კომპანია BDO, რომელიც მე-3 ადგილზეა საქართველოს ბაზარზე მოღვაწე აუდიტორულ კომპანიებს შორის, იწყებს ტრენინგების და დასაქმების პროგრამის განხორციელებას კავკასიის ბიზნესის სკოლაში. პრეზენტაცია მიზნად ისახავდა აღნიშნული პროგრამის გაცნობას სტუდენტებისთვის. პრეზენტაციას ბიდიოს მმართველი პარტნიორი, ზურაბ ლალაზაშვილი უძღვებოდა .

შეხვედრის ბოლოს დაიგეგმა აუდიტის პრაქტიკული ტრენინგების სერია. ტრენინგების შემდეგ საუკეთესო მსმენელები მიიღებენ შეთავაზებას BDO-ში დასაქმებასთან დაკავშირებით.

{phocagallery view=category|categoryid=545|limitstart=0|limitcount=0}