ფორუმი „საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი თბილისში და რეგიონებში"

11 იანვარი

ფორუმზე განხორციელდა უახლესი კვლევის პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 10 წლიანი პერიოდის დეტალური ანალიზი, როგორც დარგობრივ, ისე რეგიონულ ჭრილში. კვლევის მთავარ სიახლეს წარმოადგენს, იმის განსაზღვრა, თუ როგორ არის განაწილებული საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე თბილისსა და რეგიონებს შორის. ამ თვალსაზრისით მოცემული ეტაპისათვის მოხერხდა 2012 წლის მონაცემების დამუშავება და დეტალური გამოკვლევა.

ფორუმის ორგანიზატორების შეხედულებით, 2015 წლის მთავარი სახელმწიფო-ეკონომიკურ პრიორიტეტი საქართველოს რეგიონების განვითარებაზე მეტი ძალისხმევის გამოჩენა უნდა გახდეს.

აღნიშნული მიმართულებით კვლევის განახლებას ეკონომიკის და ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი 2015 წლის გაზაფხულზე გეგმავს.

ფორუმის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე.