კავკასიის ეკონომიკის სკოლა

კავკასიის ეკონომიკის სკოლა (CSE) დაარსდა 2018 წელს.

 

მიუხედავად იმისა, რომ კავკასიის ეკონომიკის სკოლა მიმდინარე წელს დაარსდა, ის შეიქმნა კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის ბაზაზე და, შესაბამისად, უკვე გვაქვს მიმდინარე პროგრამები უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე - საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო დონეზე.

 

ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავებულია ევროპისა და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებთან თანამშრომლობით ან/და თანაავტორობით.

 

კავკასიის ეკონომიკის სკოლა თანამშრომლობს როგორც კერძო კომპანიებთან, ისე სახელმწიფო ორგანიზაციებთან სხვადასხვა ფორმით. ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული და ორიენტირებული სასწავლო კურსები, თანამედროვე საუნივერსიტეტო კამპუსი და უმაღლესი დონის პრაქტიკოსი ლექტორები ჩვენს სტუდენტებს საშუალებას აძლევენ, რომ ჩამოყალიბდნენ საუკეთესო ეკონომისტებად და იყვნენ კონკურენტუნარიანნი, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს მასშტაბით.