სტუდენტებმა სოციალური პროექტები განახორციელეს

24 დეკემბერი 2012
უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის პირველკურსელებმა სოციალური პროექტები განახორციელეს. სტუდენტებმა შეისწავლეს სოციალურად დაუცველი ოჯახების, მიუსაფარ და უპატრონო ბავშვთა პრობლემები, პოლიტპატიმრების საკითხები და ა.შ.

დღემდე სტუდენტები დახმარებების აღმოჩენის მიზნით მიზნობრივ ჯგუფებთან მუშაობენ. მუშაობის პროცესში მათ კავშირი აქვთ როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

კურსს „დემოკრატია და მოქალაქეობა" ლექტორები – ქეთი მუხიგული, ნინო მესხიშვილი და ზვიად მიმინოშვილი ხელმძღვანელობენ.




{phocagallery view=category|categoryid=228|limitstart=0|limitcount=0}