შეხვედრა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან

26 დეკემბერი 2011


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და გამოფენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინა გოგონაია და ნესტან ბაგაური. კავკასიის უნივერსიტეტიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ლანა ქევხიშვილი, ნინო ჩუბინიძე, ეკა კვაჭანტირაძე, ერეკლე ჩიგოგიძე, გურანდა ჭელიძე, ზურაბ ბრაგვაძე და მაგდა გოგრიჭიანი.

ირინა გოგონაიამ კავკასიის უნივერსიტეტის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ადმინისტრაციას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საქმიანობა და სტუდენტთა სტაჟირების უკვე არსებული სისტემა გააცნო. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები მემორანდუმის პროექტთან და სამომავლო სამუშაო შეხვედრებთან დაკავშირებით. მემორანდუმის გაფორმება უახლოეს პერიოდში დაიგეგმა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივ ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობას აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების პროფესიული მომზადებისა და განვითარების, სასწავლო პროცესში სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცების, სწავლისა და კვლევის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით. მომავალში ერთობლივი სამეცნიერო პროექტები განხორციელდება.