გაცნობებთ, რომ გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტრო აცხადებს მკვლევართა მიღებას კონკურსის Green Talents – International Forum for High Potentials in Sustainable Development ფარგლებში, ინოვაციური „მწვანე იდეების“ მოზიდვის მიზნით. პროგრამა ითვალისწინებს გერმანელ ექსპერტებთან ერთად კვლევით თანამშრომლობას ნებისმიერ დისციპლინის ფარგლებში, რომელიც დაკავშირებული იქნება მდგრადობასთან.
კვლევითი აქტივობის დასაშვები ხანგრძლივობაა 4-დან 12 კვირამდე. კვლევასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსებული იქნება გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მიერ.
დაინტერესების შემთხვევაში, აპლიკაციის წარდგენა ხდება ონლაინ.
აპლიკაციის შევსებისათვის უნდა მიუთითოთ ექსპერტი, ვისთან ერთადაც გსურთ კვლევითი საქმიანობის განხორციელება. ამასთანავე, უნდა ატვირთოთ სარეკომენდაციო წერილი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 18 მაისი.
აპლიკანტებისათვის დაწესებულია შემდეგი მოთხოვნები:
- უმაღლესი აკადემიური მოსწრება;
- ინგლისური ენის ფლობა (შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტით);
- მაქსიმუმ 3წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
- სწავლობდნენ სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამებზე ან სამაგისტრო/სადოქტორო ხარისხის მინიჭებიდან გასული უნდა იყოს მაქსიმუმ 3 წელი.
დამატებით ინფორმაცია მოთხოვნებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, იხილეთ ბმულზე.
წარმატებას გისურვებთ!