კინგსის კოლეჯი, ლონდონი, (King’s College, London) აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს სტრატეგიული კომუნიკაციების ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამებისთვის 2022-2023 სასწავლო წლისთვის.
შემოთავაზებული პროგრამებია:
- Postgraduate Diploma (120 კრედიტი)
- მოკლე შესავალი სტრატეგიულ კომუნიკაციებში;
- 20 კვირიანი სტრატეგიული კომუნიკაციების თეორიისა და პრაქტიკის კურსი, სემინარები;
- 20 კვირიანი გამოყენებითი სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი;
- აუდიტორიის და მოსახლეობის ქცევის და გავლენის კურსი;
- პოლიტიკური მარკეტინგი ციფრულ ეპოქაში;
- კურსი სიტყვის თავისუფლების შესახებ; არასამთავრობო ორგანიზაციის მართვა; თანასწორობა, მრავალფეროვნება და ინკლუზია.
- Postgraduate Certificate (60 კრედიტი)
- შესავალი სტრატეგიულ კომუნიკაციებში;
- სტრატეგიული კომუნიკაციების თეორია და პრაქტიკა;
- 2 კვირიანი კურსი: აუდიტორიის და მოსახლეობის ქცევისა და გავლენის შესწავლა ან პოლიტიკური მარკეტინგი ციფრულ ეპოქაში;
- კურსი სიტყვის თავისუფლების შესახებ; არასამთავრობო ორგანიზაციის მართვა; თანასწორობა, მრავალფეროვნება და ინკლუზია.
კონკურსში მონაწილეობისთვის, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- კანდიდატიუნდა ფლობდეს ბაკალავრის დიპლომს;
- კანდიდატსუნდა ჰქონდეს გამოკვეთილი ინტერესი სტრატეგიული კომუნიკაციების/პოლიტიკური კომუნიკაციების მიმართ;
- კანდიდატი აქტიურად უნდა იყოს ჩართულიარასამათავრობო ორგანიზაციების და/ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კამპანიებში/მენეჯმენტში;
- კანდიდატიუნდა ფლობდეს ინგლისურ ენას მაღალ დონეზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, ონლაინ სააპლიკაციო პლატფორმაზე, უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები:
- ნიშნების ფურცელი (ყველა განვლილი სემესტრის);
- დიპლომის ასლი;
- სამოტივაციო წერილი;
- CV;
- რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია, რეკომენდატორი იყოს აკადემიური სფეროს წარმომადგენელი).
ყველა წარსადგენი დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 8 ივლისი.
სტიპენდია ფარავს როგორც პროგრამის საფასურს, ასევე პროგრამის ფარგლებში კონკრეტული კურსებისთვის მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯებს.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.