მეთოდოლოგიური ტრენინგ-სემინარების ციკლი “თანამედროვე სამედიცინო განათლების საფუძვლები”

3 July 2025

კავკასიის მედიცინის სკოლისა და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის მიერ სკოლის აკადემიური პერსონალის მეთოდოლოგიური მომზადების მიზნით, მიმდინარეობს მეთოდოლოგიური ტრენინგ-სემინარების ციკლი “თანამედროვე სამედიცინო განათლების საფუძვლები”. 2025 წლის 25 ივნისს ჩატარდა ციკლის II კლასი - „სწავლა-სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდები - უპირატესობები და გამოწვევები“.

 
სემინარი მომზადებულია ევროპაში სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) სპეციალური კურსების -  „სამედიცინო განათლების ბაზისური უნარები და სამედიცინო განათლების შეფასების მეთოდები“ (ESME და ESMEA) მასალების მიხედვით. ტრენინგს უძღვებოდნენ AMEE საერთაშორისო სერტიფიცირებული ტრენერები, კავკასიის უნივერსიტეტის  მედიცინის პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი, პროფესორი ზვიად კირტავა და მოწვეული ლექტორი მარიამ ველიჯანაშვილი.


სემინარის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი აქტუალური საკითხები:

  • Problem-Based Learning და Case-Based Learning - სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის მნიშვნელოვანი სახეები - უპირატესობა და გამოწვევები (მარიამ ველიჯანაშვილი);
  • სტუდენტის შეფასების მნიშვნელობა; უკუკავშირი - როგორც სტუდენტის მოტივაციის ფაქტორი;  
  • MCQ-ტესტი  - ბრწყინვალება და ნაკლოვანება, ცალკეული ტიპები, გამოყენების სარგებელი და შეზღუდვები;
  • წერითი ტესტების ორგანიზება, შერჩევა, ადაპტაცია და შეფასება, ხარისხის უზრუნველყოფის მეთოდები.

 

სემინარს დაესწრნენ კავკასიის მედიცინის სკოლის აკადემიური პერსონალი და მოწვეული ლექტორები. მსმენელებზე გაიცა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.


სამომავლოდ დაგეგმილია რამდენიმე სხვა სემინარიც: - CBCR - შემთხვევაზე დაფუძნებული კლინიკური ანალიზი, OSCE - ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა, WPBA - სამუშაო ადგილზე შეფასება და ელექტრონული პორტფოლიოს საკითხებზე.

 
უმაღლესი სამედიცინო განათლების დარგობრივი მახასიათებლის თანახმად, სამედიცინო მეთოდოლოგიური ტრენინგის ყოველ 2 წელიწადში გავლა აუცილებელია თითოეული მედიკოსი ლექტორისათვის. ამჟამად უმაღლესი სამედიცინო განათლების დარგობრივი საბჭო განიხილავს მსგავსი ტრენინგების ჩატარებისა და სათანადო კვალიფიკაციის ტრენერების განსაზღვრის საკითხებს.