სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მკვლევარი კავკასიის უნივერსიტეტში

2 October 2025

1-ელ ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში, სტუმრად იმყოფებოდა სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ანტიკური ისტორიის დეპარტამენტის მკვლევარი ჰარუთუნ ჰუდანიანი, რომელმაც სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე - "The Origin and the Process of Formation of the Armenian People in the Light of Recent Studies".

სტუმარმა ისაუბრა კვლევის უახლეს მეთოდებზე ისტორიის მეცნიერებაში და მათზე დაყრდნობით მიმოიხილა სომეხი ერის ფორმირების ისტორიული ასპექტები. ლექციის დასასრულს გაიმართა საინტერესო დისკუსია.