ლაშა ხურციძის და თენგიზ ვერულავას ნაშრომი რეფერირებად საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა

10 October 2025

საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „ეკონომისტი“ გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის “გაყიდვების მენეჯმენტის სტრატეგიული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიაში“ შედეგები.

 

ნაშრომის ავტორები არიან: კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამის კურსდამთავრებული, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ლაშა ხურციძე და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი თენგიზ ვერულავა.

 

ლაშა ხურციძეს აქვს 14 წელზე მეტი გამოცდილება გაყიდვების, მენეჯმენტის და კონსულტირების სფეროში სხვადასხვა ინდუსტრიაში — მათ შორის დაზღვევის, ავტომობილების, მშენებლობის, სასტუმრო ბიზნესის, IT-ისა და საცალო ვაჭრობის მიმართულებით. იგი ამჟამად არის „AmeriCars“-ის გაყიდვების დირექტორი და „Artelo Group“-ის მფლობელი.

 

სტატიის ბმული.

 

თენგიზ ვერულავა, ლაშა ხურციძე (2025). გაყიდვების მენეჯმენტის სტრატეგიული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიაში. ეკონომისტი. 21(3):101-122.

 

ჟურნალი „ეკონომისტი“ ინდექსირებულია ERIHPLUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.

 

რეზიუმე:

 

საქართველოს სადაზღვევო სექტორი დგას მნიშვნელოვანი მენეჯმენტური გამოწვევების წინაშე, განსაკუთრებით გაყიდვების მენეჯმენტის თვალსაზრისით. ნაშრომი მიზნად ისახავს გაყიდვების მენეჯმენტის სისტემური პრობლემების ანალიზს ქართულ სადაზღვევო ბაზარზე. გამოყენებულია ლიტერატურის კრიტიკული ანალიზის მეთოდი, რაც გულისხმობს თეორიული მოდელების, საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოს ბაზრის სპეციფიკის შესწავლას. ნაშრომში დეტალურად განხილულია გაყიდვების მენეჯმენტის სტრუქტურული მოწყობა, ციფრული ტექნოლოგიების როლი, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომების ნაკლებობა და ადამიანური რესურსების მართვის პრობლემები. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ გაყიდვების მენეჯმენტის გაუმჯობესება საჭიროებს სისტემურ რეფორმებს, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და გაყიდვების პროცესის ციფრულ ტრანსფორმაციას. აღნიშნული ნაბიჯები მნიშვნელოვანი წინაპირობაა სადაზღვევო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და მომხმარებელთა ნდობის გასაზრდელად.