კავკასიის უნივერსიტეტის ნაშრომი სკოპუსის ბაზაში ინდექსირებულ ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნდა

11 December 2024

გავლენიან ამერიკულ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „Hospital Topics“ გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევა The Impact of DRG-Based Payment Reform on the Efficiency of Medical Care for Patients with Myocardial Infarction:Evidence from Georgia.

 

კვლევა ჩატრდა აკად. გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხელშეწყობით, რომელთანაც კავკასიის უნივერსიტეტი წლებია თანამშრომლობს და ახორციელებს ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებს.

 

ნაშრომის ავტორები არიან:

 

თენგიზ ვერულავა - აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მეცნიერების და უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ცენტრის დირექტორი.

რევაზ ჯორბენაძე - აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, მედიცინის დოქტორი;

 

სტატიის ლინკი.

 

ჟურნალი „Hospital Topics“ ინდექსირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში იხილეთ

 

რეზიუმე:

 

საქართველოში 2022 წელს დაინერგა დიაგნოზით შეჭიდული ჯგუფების (DRG) ჰოსპიტალური მომსახურების დაფინანსების სისტემა. კვლევის მიზანია DRG-ზე დაფუძნებული საავადმყოფოს ანაზღაურების გავლენის შეფასება მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტების სამედიცინო დახმარების ეფექტურობაზე. გაანალიზდა საქართველოს სამი დიდი საავადმყოფოს ჰოსპიტალიზაციის მონაცემები DRG-ის შემოღებამდე და მის შემდეგ, რომლებიც მოიცავს 2021 წლიდან 2024 წლამდე პერიოდს. კვლევამ აჩვენა, რომ კარდიოლოგიურ საავადმყოფოებში DRG-ის დანერგვამ შეამცირა ჰოსპიტალური დაყოვნების ხანგრძლივობა, რეადმისიის და სიკვდილიანობის მაჩვენებლები. მიუხედავად იმისა, რომ ნოზოლოგიაზე ფასები გაიზარდა, პაციენტების პირდაპირი ჯიბიდან გადახდა შემცირდა, რითაც გაუმჯობესდა სამედიცინო სერვისების ფინანსური ხელმისაწვდომობა. DRG გადახდის სისტემის დანერგვამ დადებითი გავლენა მოახდინა პაციენტების ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე.