კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო აკრედიტაციის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

28 December 2021

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ საერთაშორისო პროექტებზე. ითანამშრომლებ კავკასიის უნივერსიტეტის ყველა სკოლასთან და დაეხმარები მათ საერთაშორისო აკრედიტაციების მიღებაში, ცნობილ სარეიტინგო სისტემებში მოხვედრაში და სხვა ტიპის საერთაშორისო აღიარების მოპოვებაში

 

სამუშაო მოვალეობები:

  • საერთაშორისო აკრედიტაციის სამსახურის განვითარების კონცეფციის შექმნასა და განხორციელებაზე ზრუნვა;
  • სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
  • სამსახურის სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;
  • სხვადასხვა სკოლებთან, მათ დეკანებთან და ადმინისტრაციულ დირექტორებთან ერთად  სკოლებს საერთაშორისო აკრედიტაციისთვის მომზადება;
  • სკოლების ძლიერ და სუსტ მხარეების გაანალიზება;
  • საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესის დაგეგმვა, ინიცირება, განხორციელება და კონტროლი. ასევე, ინფორმაციის მოპოვების, შექმნის, დამუშავების და მომზადების ვადების გაწერა;
  • საერთაშორისო აკრედიტაციის ანგარიშებს დაწერ და/ან რედაქტირება  და საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარდგენა;
  • სკოლებისთვის საინტერესო საერთაშორისო აკრედიტაციის პროექტების  და საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციების მოიძიებ და შეთავაზებ;
  • საერთაშორისო სააკრედიტაციო და სარეიტინგო ორგანიზაციებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება;
  • სკოლებში, დეპარტამენტებში და სამსახურებში არსებული რეკომენდაციების იმპლემენტაციაში მონაწილეობის მიღება;
  • უნივერსიტეტის, სკოლის და საგანმანათლებლო პროგრამის მიერ საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტების კრიტერიუმების დაკმაყოფილების უზრუნველყოფ;
  • სააკრედიტაციო სტანდარტებთან უწყვეტ თანხვედრის კონტროლი  და სარეიტინგო სისტემებში პოზიციების შენარჩუნება და/ან გაუმჯობესება;
  • საერთაშორისო აკრედიტაციისა თუ სარეიტინგო სისტემის საჭიროებებიდან გამომდინარე  დოკუმენტების შემუშავება;
  • საერთაშორისო აკრედიტაციის საჭიროებებიდან გამომდინარე საგანმანათლებლო პროგრამების აუდიტის პროცესის განხორციელება;
  • სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის  მომზადება და წარდგენა;




საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი  გამოცდილება (სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ან საგანმანათლებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება);
  • არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (სასურველია ბიზნეს ან სოციალურ მეცნიერებაში);
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (C1, IELTS 7+, TOEFL 94+ ან ექვივალენტი);
  • MS Word, Excel და PowerPoint-ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა. 

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • ენერგიული, ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და დაკვირვებული;
  • ერთდროულად რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებულ დეპარტამენტთან, სკოლებთან მუშაობის უნარი და მათი კონტრიბუციის კოორდინაცია.
  • ინგლისურ ენაზე ვრცელი ანგარიშების და/ან აკადემიური ნაშრომების მომზადების გამოცდილება;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • კვლევის დამოუკიდებლად წარმოების გამოცდილება;
  • პრობლემების სწრაფად და საფუძვლიანად გადაჭრის უნარი;
  • მოწოდებული ინფორმაციის დროულად დამუშავების და სინთეზირების უნარი;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის ეფექტურად წარმოების უნარი;

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია) სამოტივაციო წერილი, ნა ნიმუში (სტატია, ანგარიში ან სხვა) და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge 

 

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ:  „საერთაშორისო აკრედიტაციის სამსახურის ხელმძღვანელი“.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2022  წლის 16 იანვრის ჩათვლით.

 

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.



გისურვებთ წარმატებას!