ჩვენ შესახებ

კავკასიის უნივერსიტეტი მიესალმება და მხარს უჭერს ჩვენი კურსდამთავრებულების უწყვეტ ჩართულობას მის პროგრამებში, პროექტებში და სტუდენტების აქტივობებში. ჩვენი უნივერსიტეტი საუკეთესო პლატფორმაა შემოქმედი, თვით-მართვადი, დამოუკიდებელი ინსტიტუციებისთვის. მსგავსი აქტივობები ემსახურება კაცობრიობის საერთო წარმატებას.

 

კავკასიის უნივერსიტეტში ყველა პირობაა რომ ღია, ინოვაციური, სამართლიანი და სამოქალაქო საზოგადოება გაძლიერდეს. სწორედ ამიტომ კავკასიის უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ჩვენი სამსახური. ის მრავალფეროვანს გახდის კურსდამთავრებულებთან ურთიერთობას და მისცემს მათ საშუალებას აქტიურად ჩაერთონ საერთო საქმეში.

 

ფასეულობები:

 

  • ღიაობა და პასუხიმგებლობა: პატიოსნება, საკუთარი თავის პატივისცემა და სანდოობა.
  • პატივისცემა და მსახურება: გულწრფელობა, სამაგალითო ზრდილობა და ღიაობა.
  • საზოგადოების წევრობა და აღიარება: ინკლუზიურობა, შინ დაბრუნება/სრულფასოვანი წევრობა და დაფასება.
  • თანამშრომლობა, გუნდურობა და მუდმივი გაუმჯობესება: კოლეგიალურობა, ერთიანობა და კრიატიულობა.

 

მიზნები:

 

კავკასიის უნივერსიტეტის მიზანია, კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მეშვეობით:

 

  • პირობების შექმნა, რაც აქტიურ კურსდამთავრებულთა რიცხვს გაიზრდის;
  • შესაძლებლობების შექმნა, სადაც ყველა მონაწილე წვლილს შეიტანს კავკასიის უნივერსიტეტის და მისი კურსდამთავრებულების იმიჯის საუკეთესოდ წარმოჩენაში;
  • ჩავრთოთ კურსდამთავრებულები ჩვენი საზოგადოების სამსახურში და მხარდაჭერაში, როგორც მოხალისეებად, ისე კავკასიის უნივერსიტეტის სპონსორებად;
  • ხელი შევუწყოთ ინკლუზიურ კულტურას და კურსდამთავრებულთა ქველმოქმედებაში ჩართულობას;
  • შევინარჩუნოთ და გავზარდოთ დივერსიული და მყარი საფინანსო მოდელი;
  • დავნერგოთ ლიდერობის საუკეთესო პრაქტიკა;
  • გავზარდოთ აქტიურად ჩართულ კურსდამთვრებულთა რიცხვი, განვაახლოთ ძველი მეგობრობა და შევიძინოთ ახალი მეგობრები;
  • კარიერული შესაძლებლობების შექმნა;
  • გვერდში ვედგეთ კავკასიის უნივერსიტეტს მისი მემკვიდრეობის-საუკეთსო განათლების დონის შენარჩუნებაში;
  • გვერდში ვედგეთ კავკასიის უნივერსიტეტს, რათა მისი მსოფლიო მაშტაბით კოლაბორაცია სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო დაწესებულებებთნ გაძლიერდეს და გახშირდეს;
  • შევქმნათ სტიპენდიანტთა ფონდი რათა ფინანსურად დავეხმაროთ გამორჩეულ უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომ მათაც შეძლონ უმაღლესი განათლების მიღება;
  • ყველა აქტივობა და ღონისძიებები შესაბამისობაში იყოს კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიულ გეგმასთან.