გაცნობებთ, რომ აშშ-ს საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს წიგნის თარგმნის პროგრამას (2023). პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს ქართველი სტუდენტების, მკვლევრებისა და დაინტერესებული პირების ხელმისაწვდომობა ამერიკელი ავტორების უახლეს კვლევებზე, სახელმძღვანელოებსა და პოპულარულ თანამედროვე ლიტერატურაზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საგამომცემლო სახლებსა და საჯარო ან/და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს. პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, წიგნის თარგმნის პროგრამის ფარგლებში გაიცემა გრანტები შემდეგი მიმართულებებით:
- საჯარო პოლიტიკა/სამოქალაქო განათლება: ზოგადი საჯარო პოლიტიკა, კიბერ განათლება და კიბერ უსაფრთხოება, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების მართვის საჯარო პოლიტიკა.
- მედია: მედიის ეთიკა, მედიის მენეჯმენტი, მასკომუნიკაცია, სტრატეგიული კომუნიკაცია, კიბერ უსაფრთხოება, კიბერ განათლება და სხვა დაკავშირებული თემები.
- ეკონომიკა: მეწარმეობა, ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი, ეკონომიკა და სხვა დაკავშირებული თემები.
- სამართალი: საერთაშორისო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სხვა დაკავშირებული თემები.
- ზოგადი განათლება: განათლების მენეჯმენტი და ადმინისტრირება; კურიკულუმის დაგეგმვა და განვითარება; საგანმანათლებლო ტექნოლოგიები; სპეციალური განათლება და განათლებასთან დაკავშირებული თემები.
- მხატვრული ლიტერატურა: კლასიკური ლიტერატურა, თანამედროვე ლიტერატურა, საბავშვო ლიტერატურა.
განაცხადის მიღების ვადები:
- 29.03.2023
- 29.05.2023
კონკურსში განაცხადის წარდგენით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ კავკასიის უნივერსიტეტის პროექტების მართვის დეპარტამენტს უნივერსიტეტში მოქმედი წესის შესაბამისად. განაცხადის წარდგენა უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტის თანხმობის შემდგომ.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს
გისურვებთ წარმატებას!