საზრისზე ორიენტირებული ცხოვრება,როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის საწინდარი

25 მაისი 2023

24 მაისს,ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ,,ლიბრარეა’’-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე - ,,საზრისზე ორიენტირებული ცხოვრება, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის საწინდარი (ვიქტორ ფრანკლის ცხოვრებისა და შემოქმედების მაგალითზე)“.

 

ლექციას უძღვებოდა ფსიქოლოგი, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლოგოთერაპევტი, ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაციის პრეზიდენტი (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა) ნინო ბერძნიშვილი.

 

ლექციაზე განხილულ იქნა ვენის მესამე ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებლის, ვიქტორ ფრანკლის ცხოვრება და სამეცნიერო საქმინობა, ლოგოთერაპიის ძირითადი პრინციპი და საზრისზე ორიენტირებული ცხოვრების საფუძვლები.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპულ კვირეულს კავკასიის უნივერსიტეტი აღნიშნავს  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS + CBHE ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (E-PSY)"  ფარგლებში. პროექტის  მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტში, სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ჩამოყალიბება და გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის (საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების) ოფიციალური დოკუმენტების შემუშავება, რათა ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება  მენტალური ჯანმრთელობის შესახებ და ყურადღება გამახვილდეს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის მნიშვნელობაზე.