ევროკავშირი: გამოწვევები და პერსპექტივები

6 ივლისი 2018

2018 წლის 29 მაისს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „ევროკავშირი: გამოწვევები და პერსპექტივები.“ 

 

სტუდენტებმა წარმოადგინეს ნაშრომები, რომლებიც ეხებოდა ევროკავშირის ამჟამინდელ საკითხებს, როგორიცაა: ევროკავშირი და მიგრაციის კრიზისი, ევროკავშირი-საქართველო და ვიზალიბერალიზაცია, ბრექსიტი და მისი შედეგები ევროკავშირთან ინტეგრაციასა და ინსტიტუციურ სიძლიერეზე.

 

სტუდენტების წინაშე სიტყვით წარსდგნენ CSG-ის ჟან მონეს პროფესორი, დოქტორი სერგი კაპანაძე და პროფესორთა კოლეგია, მათ შორის CSG-ის დეკანი, დოქტორი ეკა აკობია და მოწვეული პროფესორები, გვანცა აბდალაძე და თამაზ ახობაძე.

 

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა და ჟან მონეს კათედრა გააგრძელებს შეხვედრების გამართვას ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.