2025 წლის, 13 მარტს, ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ჟან მონეს კათედრის „ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ EU-PPS მორიგი საორგანიზაციო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ კათედრის პროფესორი გურანდა ჭელიძე და კათედრის გუნდის წევრი, ჟან მონეს პროფესორი ეკატერინე ქარდავა.
შეხვედრაზე იმსჯელეს 2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან EU-PPS კათედრის სალექციო კურსებზე - “ევროკავშირის გაფართოება აღმოსავლეთით”, “ევროკავშირის გაფართოება, სამეზობლო და პარტნიორობის პოლიტიკა” (პროფ. გ.ჭელიძე), “ევროკავშირის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა” (პროფ. ე. ქარდავა); სწავლების პროცესის, შემოდგომის სემესტრში მომზადებული და დამტკიცებული სილაბუსების სასწავლო პროგრამის მოთხოვნებთან და სტუდენტთა ინტერესებთან შესაბამისობის შესახებ.
კათედრაზე ასევე იმსჯელეს და დადებითად შეაფასეს მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში მომზადებული რამდენიმე ტრენინგ-მოდული:
- საკვირაო სკოლისათვის - “თანამედროვე საერთაშორისო გამოწვევები და საქართველოს ევროპეიზაცია” (პროფ. გ. ჭელიძე)
- აკადემიური პერსონალის ტერენინგებისათვის - “საგანმანათლებლო პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში” (პროფ. გ. ჭელიძე)
2026 წლის ზაფხულის სკოლის ტრენინგ-მოდულები: “საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ქრონოლოგია და დინამიკა“ (პროფ. გ, ჭელიძე) და “ევროკავშირის ახალი გაფართოება (გაფართოების ზოგადი პოლიტიკა და 2023-2024 წლების პაკეტები)” (პროფ. ე. ქარდავა).
იხილეთ: ტრენინგ-მოდულები.