2025 წლის 10 იანვარს, NATO-ს მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის პროექტის - "პოსტ-კვანტური ციფრული ხელმოწერა ვერკლეს ხის გამოყენებით" ფარგლებში პირველი შეხვედრა ჩატარდა. პროექტის მიზანს წარმოადგენს პოსტ-კვანტური კრიპროგრაფიის მზარდი გამოწვევების გადაჭრა დიცფრული ხელმოწერის სისტემის განვითარებით, რომელიც დაფუძნებულია ინოვაციურ ვერკლეს ხის შექმნაზე. შემოთავაზებული ახალი მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს შემოწმების ზომას, რაც თავის მხრივ თანადროულად აუმჯობესებს როგორც უსაფრთხოებას, ასევე კომპუტაციურ ეფექტურობას.
გარდა ამისა, პროექტი იკვლევს ფსევდო შემთხვევითი რიცხვების გენერატორის ინტეგრაციას, კვანტური შემთხვევითი რიცხვების გენერატორის გამოყენებას გაძლიერებული სიმტკიცისთვის.
პროექტის პარტნიორები:
- კავკასიის უნივერსიტეტი (პარტნიორი ქვეყნის პროექტის დირექტორი: პროფესორი მაქსიმ იავიჩი)
- ბრაშოვის ტრანსილვანიის უნივერსიტეტი (NATO წევრი ქვეყნის პროექტის დირექტორი - პროფესორი რაზვან ბოკუ)
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა ორგანიზაციული და ადმინისტრაციული ასპექტები, სამეცნიერო აქტივობების წინასწარი გეგმები და პროექტის მიგნებების შესახებ ინფორმაციის გავრცელების სტრატეგიები.
აღნიშნულ შეხვედრას დაესწრნენ გუნდის წევრები როგორც კავკასიის და ბრაშოვის ტრანსილვანიის უნივერსიტეტებიდან, ასევე NATO-ს ოფისის წარმომადგენლები. მათი მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აღნიშნული ინოვაციური პროექტის საშუალებით პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფიის წინსვლისათვის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ერთიანობას.