კვლევის ეთიკის შესახებ შიდასაუნივერსიტეტო ტრენინგები აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის

20 მარტი 2024

                                                                                                         

 

კვლევის ეთიკის შესახებ შიდასაუნივერსიტეტო ტრენინგები

აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის

 

18-19 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ჩოკორაიამ, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა დიანა მჭედლიშვილმა და პროფესორმა ნინო პოპიაშვილმა ჩაატარეს სამსაათიანი ტრენინგი კვლევის ეთიკის შესახებ აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის. პირველ დღეს ტრენინგები გაიმართა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, ხოლო მეორე დღეს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის პროგრამა ზუმის მეშვეობით.

 

ტრენინგები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: კვლევის კეთილსინდისიერების კოდექსი, ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები, კვლევის ეთიკის კომიტეტები, კვლევითი კულტურა, არაკეთილსინდისიერი ქცევის პრევენცია და მართვა, საავტორო და საგამომცემლო ეთიკა.

 

ღონისძიება განხორციელდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“.

 

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.