ERASMUS+ აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტს სტუმრობდა ბერნარდო ფაზენდეირო, სოციალური კვლევების ცენტრის მკვლევარი და ასისტენტ-პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობებში კოიმბრას უნივერსიტეტიდან (პორტუგალია).
მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიას, შეიარაღებულ კონფლიქტებს, ყოფილ საბჭოთა სივრცეს.
პროფესორმა ბერნარდო ფაზენდეირომ რამდენიმე ლექცია ჩაატარა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის. ასევე ამავე სკოლის ჟან მონეს კათედრის “ევროკავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის” (EU-PPS) პროფესორთან გურანდა ჭელიძესთან ერთად მან მონაწილეობა მიიღო კათედრის მუშაობაში და სალექციო კურსის “ევროკავშირის გაფართოება აღმოსავლეთით” ფარგლებში სტუდენტების წინაშე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომისა და თანამედროვე საერთაშორისო გამოწვევების შესახებ ევროპასა და მსოფლიოში. შეხვედრამ ჩაიარა ინტერაქციურ რეჟიმში, სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.