ონლაინ კონფერენცია პროექტის Media Dialogue for Pluralism and Understanding ფარგლებში

3 ნოემბერი 2020

 

19-23 ოქტომბერს პროექტის Media Dialogue 2020 – for Pluralism und Understanding ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ჩართულობით გაიმართა ონლაინ კონფერენცია. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ორგანიზებულია კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორი გერმანული ორგანიზაციის OK-TV Ludwigshafen ხელმძღვანელობით.

 

პროექტში მონაწილეობას იღებდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვისა და მედია სკოლის სტუდენტები.

 

კონფერენციაზე კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორებმა, მამუკა ანდღულაძემ და გიორგი ჯოლოგუამ, როგორც მოწვეულმა სპიკერებმა, ისაუბრეს მედიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე.

 

პროექტის Media Dialogue 2020 – for Pluralism und Understanding მიზანია გააერთიანოს პროფესიონალი ჟურნალისტები, აკადემიური სივრცის წარმომადგენლები, ხელოვანები და სტუდენტები, როგორც მომავალი აქტორები, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობის თვალსაზრისით.