ერასმუს+ ჟან მონე მოდულის „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“ (Jean Monnet Module: 101084764 — EU-LP-GE) 2025 წლის 19 მარტს და 20 მარტს გაიმართა საგაზაფხულო სწავლება მინი-ლექციების სახით სამართლის ბაკალავრ სტუდენტებთან (ორ ჯგუფად) კავკასიის უნივერსიტეტში.
2025 წლის გაზაფხულის სემესტრში, საქართველოს კონსტიტუციური სამართლის საგანზე რეგისტრირებული სტუდენტებისთვის, მოდულის პროფესორებმა ეკატერინე ქარდავამ და გურანდა ჭელიძემ წაიკითხეს ლექციები თემაზე „ევროკავშირის სამართალი და ევროკავშირის პოლიტიკა“. ორივე დღეს, ლექციას დაესწრო 47 სტუდენტი.
ლექცია შეეხო დღეს საქართველოში განსაკუთრებულად აქტუალურ საკითხებს:
- ევროკავშირის არსი - რა არის ევროკავშირი.
- ევროკავშირის მიმდინარე გაფართოების პროცესი და ფასეულობები;
- ევროპული ინტეგრაციის არსი და საქართველოს განვლილი გზა ევროკავშირისკენ;
- საქართველო და ევროკავშირი დღეს, გამოწვევები, პრობლემები, ფაქტები, მოვლენები და თარიღები.
- საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის არსი, დანიშნულება, მიზანი და მისაღწევი შედეგი.