კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეთიკის პროექტის კონსორციუმის მესამე საერთაშორისო შეხვედრაზე

9 სექტემბერი 2025

3–4 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია მონაწილეობდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ კონსორციუმის მენეჯმენტის მესამე საერთაშორისო შეხვედრაში, რომელსაც მასარიკის უნივერსიტეტი (ბრნო, ჩეხეთი) მასპინძლობდა.

 

სამუშაო ვიზიტში მონაწილეობდნენ კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორი დავით წიკლაური, აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ჩოკორაია და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი აკაკი კაპანაძე.

 

შეხვედრის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა წარადგინეს მოხსენებები და აქტიურად ჩაერთვნენ სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში. თამარ ჩოკორაიამ კონსორციუმის დისემინაციის ანგარიში წარმოადგინა, სადაც მიმოიხილა უკვე შესრულებული და დაგეგმილი აქტივობები. აკაკი კაპანაძემ დეტალურად ისაუბრა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ინიციატივებზე, მათ შორის კვლევის ეთიკის მოდულის პილოტირების, ტრენინგების, კვლევის კომიტეტის მუშაობისა და პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების საკითხებზე. დავით წიკლაური მონაწილეობდა მომდევნო წლის აქტივობების დაგეგმვის პროცესში და პარტნიორებთან ერთად განიხილა მათი განხორციელების გზები.

 

პროექტის შესახებ:

 

პროექტის ძირითადი მიზანია ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება.

 

პროექტის კოორდინატორი:

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:

 

  • ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი;
  • ჩარლზის უნივერსიტეტი;
  • მასარიკის უნივერსიტეტი;
  • აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია.

 

ქართული უნივერსიტეტები:

 

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • კავკასიის უნივერსიტეტი;
  • დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი;
  • შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

 

არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:

 

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;

 

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.