TechCamp-ის დასკვნითი კონფერენცია

17 ივლისი 2024

13 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტმა Tech Camp Tbilisi-ის დასკვნით კონფერენციას უმასპინძლა, რომელსაც უძღვებოდა კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი ჯოლოგუა და პროექტების მართვის
დეპარტამენტის დირექტორი - აკაკი კაპანაძე.

 
კონფერენციაზე TechCamp-ის საგრანტო პროგრამის გამარჯვებულმა ქართველმა, სომეხმა და აზერბაიჯანელმა მონაწილეებმა წარადგინეს დაფინანსებული პროექტები, განიხილეს შედეგები და ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე მედია წიგნიერების მიმართულებით.

 

გარდა ამისა, ღონისძიებაზე გაიმართა პანელური დისკუსიები, რომლებზეც მონაწილეებმა იმსჯელეს მედიაწიგნიერების კომპეტენციების ინტეგრირებაზე ფორმალურ განათლებაში, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მაგალითზე და ჟურნალისტების როლზე მიმდინარე პროცესებში. ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართა ვორკშოპი თემაზე: რეფლექსია და ინოვაცია - მიღებული გაკვეთილები და სამომავლო აქტივობები. ღონისძიების ბოლოს TechCamp-ის მონაწილეებს სერთიტიკატები გადაეცათ.

 
TechCamp აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით ხორციელდება და მის ძირითად მიზანს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და მედია წიგნიერების განვითარება წარმოადგენს კავკასიის რეგიონში. (Countering Disinformation Throughout the Caucasus) TechCamp-მა სტარტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში 2010 წელს აიღო და მას შემდეგ განახორციელა 40-ზე მეტი TechCamp სემინარი მთელს მსოფლიოში, რომელმაც 110-ზე მეტი ქვეყნიდან 2100-ზე მეტი მონაწილე მოამზადა. 2019 წლისTechCamp პროგრამა გადავიდა განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროში(ECA).