3 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონკურსის „მე დავინახე ევროპა საქართველოში“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი. კონკურსი მიმდინარეობდა კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus+ ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) ფარგლებში. მოსწავლეებმა ეთნიკური უმცირესობებითა და დევნილებით დასახელებული რეგიონებიდან, საკონკურსოდ წარმოადგინეს ესეები, მასწავლებლებმა კი კონკრეტული წინადადებები სკოლებში ევროინტეგრაციისა და ევროპული ასოცირების პროცესების შემდგომი სწავლების შესახებ. მოსწავლეთა ესეების შერჩევაში პროექტის გუნდთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულები კავკასიის უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები.
საუკეთესო ესეების ავტორებად დასახელდნენ:
ანა ბოიაჯიან - ახალციხის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე
ეკატერინე ბექაური - ახალციხის N6 საჯარო სკოლის მოსწავლე
სამაია ჰუსეინოვა - მარნეულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე
მარიამ აჯალოვა - მარნეულის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე
მიხეილ სილაგავა - აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე
მარიანა მანუკიან - ქ. თბილისის N104-ე სკოლის მოსწავლე
მასწავლებელთა კონკურსში გამარჯვებულად დასახელდა მარნეულის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი - თემურ სუყაშვილი.
ყველა გამარჯვებულს გადაეცა სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქარი. პროექტის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობისათვის სერტიფიკატები გადაეცათ მონაწილე სკოლებს, ასევე ახალციხის N6 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს, თამარ ჩაფიჩაძეს.
კავკასიის უნივერსიტეტი ულოცავს ყველა გამარჯვებულს და წარმატებას უსურვებს მათ მომავალ საქმიანობაში.
ღონისძიების შესახებ მონაწილე სკოლებმა ინფორმაციები განათავსეს სკოლის ფეისბუქ გვერდებზე, ასევე ღონისძიება ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე გააშუქა მარნეულის ადგილობრივმა ტელევიზიამ და ახალციხის პრესამ.