28 თებერვალს, დაიწყო და 18 მარტს დასრულდა პირველი ინტენსიური სასერტიფიკატო კურსი კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ.
კურსი ჩატარდა ონლაინ ფორმატში ზუმისა და მუდლის პლატფორმების მეშვეობით, კურსს უძღვებოდა კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ჩოკორაია. სასერტიფიკატო კურსი განკუთვნილი იყო დოქტორანტებისა და აკადემიური პერსონალისათვის.
მონაწილეები გაეცნენ კვლევისათვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების საკითხები, კვლევის ეთიკის ჩარჩოები და რეგულაციები, კვლევის ეთიკურად ჩატარების პროცედურები, სამეცნიერო პუბლიკაციების ეთიკა და სხვა.
კურსის მიზანია ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ეთიკური კვლევების წახალისება და ხელშეწყობა.
სასერტიფიკატო კურსი ჩატარდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS).“