ფინანსური ინფორმაციის ხარისხი განვითარების სხვადასხვა დონეზე მყოფ კაპიტალის ბაზრებზე

“Financial Information Quality Across the Capital Markets Positioned at

Different Levels of Development”

 

პროეტქის მიზნები

 

კვლევის მიზანია აჩვენოს რამდენად განსხვავდება ფინანსური ინფორმაციის ხარისხი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მყოფ კაპიტალის ბაზრებზე.

 

პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობა და შედეგები

 

ხშირ შემთხვევაში ფინანსურ ანგარიშგებას მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით განიხილავენ. თუმცა მისი სრულყოფილი შესწავლა მას ბიზნეს ოპერაციების, ბაზრის დინამიკისა და ზოგადად ეკონომიკის განუყოფელ ნაწილად აქცევს. ფინანსური უწყისების მომზადების მოთხოვნა მე-19 საუკუნიდან არსებობს. ახალი მიდგომის თანახმად ფინანსური ანგარიშგების უმთავრესი ამოცანაა არსებული და პოტენციური ინვესტორების ინფორმირება ბიზნესის ფასეულობის შესახებ. ყველა თანხმდება, რომ კაპიტალის განთავსების შესახებ მიღებული მაღალი ხარისხის გადაწყვეტილებები აუმჯობესებს ზოგადად ეკონომიკის საქმიანობას, ინვესტორებს კი გადაწყვეტილების მისაღებად სანდო ინფორმაცია სჭირდებათ. თუმცა, მკაფიოდ არ არის დადგენილი რა სახით უნდა მიეწოდოთ ინვესტორებს ინფორმაცია მათი ინვესტიციის ღირებულების შესახებ. ეს მხოლოდ მაღალი ხარისხის ფინანსური უწყისების შექმნითაა შესაძლებელი, თუმცა რამდენად განსხვავდება ინფორმაციის სანდოობა კაპიტალის ბაზრების და მათი განვითარების ეტაპების მიხედვით კვლავაც ბუნდოვანი რჩება.

 

პროექტის დაწყებისა და დასრულების თარიღი01.02.2016 – 31.08.2017

 

კოორდინატორი უნივერსიტეტი: კავკასიის უნივერსიტეტ, საქართველო

 

პარტნიორი უნივერსიტეტი: ბრემენის უნივერსიტეტი

 

მთავარი მკვლევარიპროფ. ერეკლე პირველი