პროექტის შესახებ

 

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი GITA-სთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „პრე-აქსელერატორი სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში".

 

პრე-აქსელერატორის მთავარი მიზანი ქვემო-ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები სტარტაპერებისა და მეწარმეების დახმარებაა საკუთარი ბიზნეს იდეების განვითარებაში, იდეიდან და პროდუქტიდან დაწყებული საგრანტო პროექტის წარდგენით დამთავრებული. აღნიშნული მიზანი მიიღწევა ინტენსიური სამეწარმეო ტრენინგებისა და ტრენერებთან დისტანციური მუშაობის პროცესის საშუალებით. თითოეული რეგიონიდან ათობით ბენეფიციარი მონაწილეობას მიიღებს პრეაქსელერაციის პროგრამაში და ექნება შესაძლებლობა გაიაროს ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები სტარტაპ ეკოსისტემის აქტიურ წარმომადგენლებთან ტრენერებისა და მენტორების სახით.

 

პროგრამის დასრულების შემდეგ კი გუნდები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) რეგიონულ საგრანტო კონკურსში. 

 

პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას და წარმატებული სტარტაპების სახით რეალურ, ხელშესახებ შედეგებს მიიღებს. პროგრამა ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და პასუხობს სტარტაპ ეკოსისტემის თანამედროვე გამოწვევებს.

 

„პრე-აქსელერატორი სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში" ხორციელდება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და მხარდაჭერით.