როგორ ჩავაბაროთ:
- სადოქტორო პროგრამაზე მიღებას აცხადებს უნივერსიტეტი
- ინფორმაციას ვაკანტური ადგილებისა და მიღების პირობების შესახებ მიიღებთ კავკასიის უნივერსიტეტის ვებგვერდიდან
- მიმღებ კომისიასთან გასაუბრებისა და დადებითი პასუხის შემთხვევაში თქვენ ჩაირიცხებით სადოქტორო პროგრამაზე
- კავკასიის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადაში შესაბამისი სკოლის (ფაკულტეტის) მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინოთ შემდეგი საბუთები:
- მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
- სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისთვის)
- პირადობის მოწმობის 2 ასლი
- 2 ფოტო–სურათი 3x4 (СD-ზე ჩაწერილი ელექტრონული ვერსიაც)
- შესაძლოა მიმღები კომისიის მოთხოვნით დაემატოს სხვა საბუთები
- იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში გაქვთ მიღებული მაგისტრის დიპლომი, ქართულად თარგმნასა და ნოტარიულად დამოწმებასთან ერთად, საჭირო იქნება დიპლომის ნამდვილობის დასკვნაც, რომლის მიღება შეგეძლებათ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (www.eqe.ge).
- საგნებზე რეგისტრაციისა და სხვა საჭირო პროცედურის შესახებ გაგაცნობთ თქვენი პროგრამის აკადემიური მენეჯერი
- უნდა გამოცხადდეთ უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ სწავლის დაწყების დღეს