ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი, EUCA-INVEST-ის პროექტის ფარგლებში, დაარსდა კავკასიის უნივერსიტეტში 2016 წელს.
ცენტრის მიზანია:
- სტარტაპ ეკოსისტემის ხელშეწყობა
- სამეწარმეო ცნობიერების ამაღლება
- ინოვაციური პროექტების სტიმულირება სტუდენტებში
ცენტრი სტუდენტებს, ისევე როგორც ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს, შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებებში და პროგრამებში.
ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომია:
- პრეაქსელერაციის პროგრამა
- ტრენინგები
- ვორკშოპები
- კონსულტაციები
- კვალიფიციურ მენტორებთან ინდივიდუალური შეხვედრები და სხვა მათთვის საჭირო სერვისები
ცენტრი უზრუნველყოფს სტუდენტების სამეწარმეო აზროვნების განვითარებას, რომელიც მათ იდეების რეალურ სტარტაპებად გადაქცევაში ეხმარება.