ჰაკათონის მთავარი მიზანია ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემუშავება, რომელიც ღონისძიების ირგვლივ, კონკრეტული თემის ფარგლებში იდენტიფიცრებულ პრობლემას აგვარებს. ჰაკათონი გახლავთ ძირითადად 2 დღიანი (48 საათი) ღონისძიება და მასში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად.
ძირითადი ფორმატი:
- ხანგრძლივობა: 48 საათი
- გუნდები: მონაწილეებს შეუძლიათ შექმნან გუნდები 3-5 წევრისგან. (10-12 გუნდი)
- თემატური ტრენინგები : ტრენინგები ჰაკათონის ძირითადი თემების ირგვლივ (მაგ., მდგრადი განვითარების მიზნები, კოდირება და ა.შ.)
- მენტორინგი: ინდუსტრიის ექსპერტები გუნდებს, ადგილზე გაუწევენ მენტორინგს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით (3 მენტორი)
გუნდების შეფასების კრიტერიუმები:
- ინოვაცია: გადაწყვეტის ორიგინალობა და კრეატიულობა.
- გავლენა: პოტენციური გარემოზე ზემოქმედება და მასშტაბურობა.
- მიზანშეწონილობა: განხორციელების პრაქტიკულობა და მომხმარებელზე მორგებულობა.
- პრეზენტაცია: ფინალური პრეზენტაციის სიცხადე და მისი წარდგენა.
კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი, Superteam Georgia-სთან პარტნიორობით, ხელს უწყობს Web3 ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ინიციატივების განვითარებას. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, 2026 წელს ჩატარდა Solana-ს ორი ჰაკათონი, რომლებიც მონაწილეებს ტექნოლოგიური იდეების პრაქტიკაში განხორციელებისა და Solana-ს ეკოსისტემის გაცნობის შესაძლებლობას აძლევდა.
ორდღიანი ჰაკათონი Web3 ტექნოლოგიებსა და Solana-ს ეკოსისტემის შესაძლებლობებს ეძღვნება. მისი მიზანია ინოვაციური იდეების განვითარებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნის ხელშეწყობა.
ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეები გუნდურად მუშაობენ რეალური პრობლემების იდენტიფიცირებაზე, იდეების განვითარებასა და სტარტაპკონცეფციების ჩამოყალიბებაზე. მენტორების მხარდაჭერა და პროფესიული უკუკავშირი მათ იდეების დახვეწასა და ტექნოლოგიური გადაწყვეტების განვითარებაში ეხმარება.
ინიციატივა მონაწილეებს ასევე აცნობს Solana-ს ეკოსისტემაში არსებულ საგრანტო დაფინანსებისა და დასაქმების შესაძლებლობებს და ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და Web3 ეკოსისტემასთან დაკავშირებას.
ორი ჰაკათონის ფარგლებში, Solana-ს ეკოსისტემაზე დაფუძნებული საუკეთესო სტარტაპ იდეებისთვის ჯამური საპრიზო ფონდი $2,500-ს შეადგენდა.
![]() |
![]() |








