ოდესის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, უკრაინა (Odesa National University of Technology, Ukraine) დაინტერესებულ პირებს იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსში „შავი ზღვის მეცნიერება 2024“ მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსი ტარტება შემდეგ სფეროებში:
- კვების მეცნიერება და ტექნოლოგიები;
- ეკონომიკა და ადმინისტრირება;
- საინფორმაციო ტექნოლოგიები, აუტომატიზაცია და რობოტიკა;
- ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა;
- ეკოლოგია და გარემოს დაცვა;
- ტურიზმი, სასტუმროსა და რესტორნის ბიზნესი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეგისტრაცია ინგლისურ ან უკრაინულ ენაზე უნდა გაიარონ შემდეგ ლინკზე.
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 1 თებერვალი, 2024.
კონკურსი ჩატარდება ონლაინ, 2024 წლის 15 მარტს.
კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
გისურვებთ წარმატებას!