გაცნობებთ, რომ ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ტალინი, ესტონეთი (Tallinn University of Technology), ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს, საზაფხულო სკოლაში სტიპენდიის მისაღებად. სტიპენდია ვრცელდება შემდეგ მიმართულებებზე:
- უსაფრთხო ელექტრონული მმართველობა
- რობოტები - 3D ბეჭდვა
თარიღები: 24 ივლისი - 6 აგვისტო
საზაფხულო სკოლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
სტიპენდია სრულად ფარავს:
- მგზავრობის ხარჯებს (250 ევროს ფარგლებში)
- სასტუმროს
- სწავლის საფასურს
- სასწავლო ატრიბუტების ხარჯს
- სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობას
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 მაისი, 2017.
რეგისტრაციის გასავლელად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდს ან დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschools@ttu.ee
გისურვებთ წარმატებებს!