კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს 2017 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის Erasmus + გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას.
ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნის და უნივერსიტეტის შესაბამისად.
2017 წლის გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილია სტუდენტთა მობილობა შემდეგ უნივერსიტეტებში:
- ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
აკადემიური საფეხური |
მობილობის ხანგრძლივობა |
აკადამიური მიმართულებები |
სწავლების ენა |
ბაკალავრიატი/მაგისტრატურა |
1 სემსეტრი |
Business administration ; Law; Mathematics and Statistics ;Arts and humanities . |
იტალიური ან ინგლისური |
- ლუბლიანას უნივერსიტეტი, სლოვენია
აკადემიური საფეხური |
მობილობის ხანგრძლივობა |
აკადამიური მიმართულებები |
სწავლების ენა |
მაგისტრატურა |
1 სემსეტრი |
Business administration ; Economics
|
ინგლისური |
- კოლეგიუმ სივიტას უნივერსიტეტი, პოლონეთი
აკადემიური საფეხური |
მობილობის ხანგრძლივობა |
აკადამიური მიმართულებები |
სწავლების ენა |
ბაკალავრიატი/მაგისტრატურა |
1 სემსეტრი |
Political Science; International relations; Social Sciences . |
ინგლისური ან პოლონური |
- კოზმინსკის უნივერსიტეტი, პოლონეთი
აკადემიური საფეხური |
მობილობის ხანგრძლივობა |
აკადამიური მიმართულებები |
სწავლების ენა |
ბაკალავრიატი |
1 სემსეტრი |
Business Administration; Law. |
ინგლისური |
- ზაარლანდის უნივერსიტეტი, გერმანია
აკადემიური საფეხური |
მობილობის ხანგრძლივობა |
აკადამიური მიმართულებები |
სწავლების ენა |
ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ დოქტორანტურა |
1 სემსეტრი |
Law |
გერმანული
|
- ვარნის მენეჯემენტის უნივერსიტეტი, ბულგარეთი
აკადემიური საფეხური |
მობილობის ხანგრძლივობა |
აკადამიური მიმართულებები |
სწავლების ენა |
ბაკალავრიატი
|
1 სემსეტრი |
Business Administration; Tourism. |
ინგლისური
|
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდნტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
- პირადობის მოწმობის / პასპორტის ასლი
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
- EUROPASS CV (იხ.დანართი #2) (იხ.დანართი #3)
- უცხო ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ (უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს); .
- ნიშნების ფურცელი;
- სამოტივაციო წერილი;
- 1 სარეკომენდაციო წერილი;
- ეკონომიურ, სოციალურ ან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემ(ებ)ის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში).
კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:
- საბაკალავრო პროგრამის პირველი და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
- სამაგისტრო პროგრამის მეორე ეტაპის მეორე სემესტრის სტუდენტებს;
- მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ ერაზმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე
არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:
- არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხონებს;
- წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
- დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
კანდიდატებს განაცახდების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2016 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge ან ორიგინალი დოკუმენტების სახით, კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საეთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში (მეშვიდე სართული, ოთახი A21) 2016 წლის 12 ნოემბრის 14:00 საათამდე.
კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს პირველ ადგილზე შერჩეული უნივერსიტეტის დასახელება რომელზეც აკეთებს განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. ერთ სტუდნეტს განაცხადის გაკეთება შეუძლია მაქსიმუმ სამ უნივერსიტეტზე:
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია.
- კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება;
- შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
- სტუდენტების საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
- მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდნეტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საეთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეშვიდე სართული, ოთახი A21.