ავსტრიის მეცნიერებისა და კვლევის სამინისტრო ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდნეტებისათვის აცხადებს ERNST MACH-ის გაცვლით სასტიპენდიო კონკურსზე განაცხადების მიღებას ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (FH JOANNEUM University of Applied Sciences) სასწავლებლად.
მობილობა შესაძლებელია 2017 წლის შემდოგომის ან 2018 წლის გაზაფხულის სემესტრში.
კონკურსი დაყოფილია ორ ეტაპად:
- I ეტაპზე, კავკასიის უნივერსიტეტის მიერ მოხდება 6 სტუდენტის შერჩევა და ნომინირება ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, 2017 წლის 10 თებერვლამდე. შერჩეულ კანდიდატებს ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან ეგზავნებათ ჩარიცხვის წერილი (acceptance letter), რის საფუძველზეც ისინი მონაწილეობას იღებენ კონკურსში.
- მეორე ეტაპი გულისხმობს სტუდნეტის მიერ საკონკურსო განაცხადის შეტანას ERNST MACH-ის სასტიპენდიო პროგრამაზე 2017 წლის 1 მარტამდე.
ERNST MACH-ის გაცვლით სასტიპენდიო კონკურსში მონაწილე სტუდენტთა შერჩევისა და შერჩეული კანდიდატების ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში ნომინირებისათვის, კავკასიის უნივერსოტეტი აცხადებს კონკურსს. . კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალვრიატის და მაგისტრატურის აქტიურმა სტუდნტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
- პირადობის მოწმობის / პასპორტის ასლი
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
- EUROPASS CV (იხ.დანართი #2) (იხ.დანართი #3)
- უცხო ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ (უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს);
- ნიშნების ფურცელი;
- სამოტივაციო წერილი (სამოტივაციო წერილი უნდა პასუხობდეს შემდგე კიtხვებს: Why do you want to study in Austria? Why have you chosen this university of applied sciences? What exactly do you want to do during your study period in Austria? Which courses do you want to attend? Are your planned studies related to your planned future career? Prior studying history (duration and grades).
- 2 სარეკომენდაციო წერილი (რეკომენდადტორი უნდა იყოს სტუდენტის ლექტორი. სარეკომენდაციო წერილი უნდა მოიცავდეს სტუდნეტის სახელს, გვარს და წარმოაჩენდეს მის აკადემიურ დახასიათებას, უნდა იყოს წარმოდგენილი ლექტორის ხელმოწერით, დათარიღებული და უნივერსიტეტის ბეჭდით დამოწმებული
კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:
- საბაკალავრო პროგრამის პირველი და დამამთავრებელი ეტაპის სტუდენტებს;
- სამაგისტრო პროგრამის მეორე ეტაპის მეორე სემესტრის სტუდენტებს;
არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:
- არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხონებს;
- წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
- დაგვიანებით, არასრულყოფილად ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
კანდიდატებს განაცახდების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2017 წლის 23 იანვრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge .
კანდიდატებმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითონ გრანტის დასახელება (ERNST MACH), წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია.
- კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება;
- შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
- სტუდენტების საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ და ჩარიცხვის წერილის გამოგზავნა.
- კონკურსის მეორე ეტაპთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ERNST MACH კონკურსზე განაცხადის შეტანას, კანდიდატებს დამატებით დაუკაშირდება სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საეთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეშვიდე სართული, ოთახი A21.