მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის დეპარტამენტი და უნივერსიტეტის რელიგიის მეცნიერებათა ინსტიტუტი; ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის: კლასიკური ფილოლოგიის , ბიზანტისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი, არქეოლოგიის ინსტიტუტი, აკად. შოთა ძიძიგურის სახელობის ბასკოლოგიის ცენტრი და კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა იწყებენ განაცხადების მიღებას საერთაშორისო კონფერენციისთვის „ორი იბერია: ევროპის ორი კარიბჭე“.
კონფერენცია ეძღვნება კავკასიური იბერიის და ესპანური იბერიის უძველესი კულტურების შესწავლას, მათ რეცეფციას და ამ ორ კულტურათა შორის პარალელებსა და სავარაუდო კონტაქტებს.
შეთავაზებული სესიები/სექციები:
- აღმოსავლეთ იბერია, როგორც ევროპის კარიბჭე
- დასავლეთ იბერია, როგორც ევროპის კარიბჭე
- ორი იბერია - კავშირი საუკუნეთა მანძილზე?
სპეციალური აქტივობები:
- ესპანური და ქართული კლასიკური ლიტერატურის თარგმანები
- ესპანური და ქართული ორმხრივი კულტურული აქტივობები
- ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
- არქეოლოგიური ექსკურსია
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც გამოცდილ, ისე ახალგაზრდა მკვლევრებსა და დოქტორანტებს.
- კონფერენციის ჩატარების დრო და ადგილი: 12-14 ივნისი, 2024. თბილისი.
- კონფერენციის ფორმატი: ჰიბრიდული
- კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური
- კონფერენციის სარეგისტრაციო განაცხადი: 150 ლარი (სტუდენტებისათვის: 75 ლარი; (ონლაინ მონაწილეებისათვის: 50 ლარი)
- საკონფერენციო გადასახადი მოიცავს: საკონფერენციო მასალებს, მონაწილეობის სერტიფიკატს, ყავის შესვენებებსა და სამხარს, საზეიმო მიღებას ქალაქ თბილისის საკრებულოში, კულტურულ ღონისძიებებს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, მოხსენების თეზისები (300-600 სიტყვა) და მოკლე CV (100-150 სიტყვა) 2024 წლის 15 იანვრამდე უნდა გაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: greekstudies@tsu.ge დასახელებით: ორი იბერია.
თეზისებთან და მოკლე CV-სთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორივე ენაზე შემდეგი ინფორმაცია:
- სახელი და გვარი;
- დაწესებულება და თანამდებობა;
- საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელექტრონული მისამართი);
- მოხსენების ენა;
- მონაწილეობის ფორმატი.
დეტალური ინფორმაციის მისაღებათ გთხოვთ იხილოთ თანდართული ბროშურა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: greekstudies@tsu.ge
გისურვებთ წარმატებას!