ოლიმპიადა თურქმენეთის ჰუმანიტარულ და განვითარების საერთაშორისო უნივერსიტეტში

12 იანვარი 2024

მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ თურქმენეთის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო უნივერსიტეტი (International University for the Humanities and Development), 2024 წლის 3-8 მარტს, მასპინძლობს მათემატიკის ოლიმპიადას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის (OMOUS-2024).

 

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს. ოლიმპიადის ოფიციალური ენებია თურქმენული და ინგლისური.

 

ოლიმპიადა ჩატარდება ინდივიდუალური და გუნდური შეჯიბრის სახით:

 

ინდივიდუალური კონკურსი ჩატარდება ორ კატეგორიად - A და B.

 

  • პირველი (A) განკუთვნილია მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტებისთვის.
  • მეორე (B) კატეგორია განკუთვნილია სხვადასხვა პროგრამის სტუდენტებისთვის, სადაც მათ ამოსახსნელად მიეცემათ 6 ამოცანა და ოთხი საათი (240 წუთი).

 

ჯგუფურ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია არაუმეტეს 4 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს, სადაც მიეცემათ 10 ამოცანა და ორი საათი (120 წუთი) ამოსახსნელად.

 

მგზავრობის, განთავსებისა და საარსებო ხარჯებს ფარავს თავად მონაწილე სტუდენტი. ოლიმპიადის განრიგის სანახავად იხილეთ თანდართული დოკუმენტი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დარეგისტრირდეთ მოცემულ ბმულზე. ინდივიდუალური/გუნდური რეგისტრაცია შესაძლებელია 20 თებერვლამდე.

 

გისურვებთ წარმატებას!