საერთაშორისო სტუდენტური კონგრესი 2019

6 იანვარი 2019

გაცნობებთ, რომ მალტეპეს უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ,თურქეთი, სტამბული (Maltepe University ) აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სტუდენტურ კონგრესში (20-22 მარტი, 2019) მონაწილეობისათვის თემაზე - „ხელოვნული ინტელექტის სამართლებლივი კონტექსტი."

 

წარსადგენი ნაშრომის თემატიკა შეიძლება იყოს:

 

  • სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ხელოვნური ინტელექტში;
  • ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი სტატუსი;
  • ხელოვნური ინტელექტის საჭიროება სამართალში;
  • ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა სოციალურ მედიაში; 
  • ხელოვნური ინტეტელქტი და ომის დანაშაულები; 


ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადაა: 15 იანვარი, 2019 წელი. 

პროგრამის ფარგლებში  გათვალისწინებულია:

  • განთავსება სასტუმროში;
  • ტრანსპორტირება აეროპორტიდან- სასტუმრომდე და პირიქით .
  • კვება;
  • კონგრესის ფარგლებში ყველა სესიაზე დასწრება;
  • ყავის შესვენება;
  • კონგრესისთვის საჭირო მატერიალები;
  • სტამბულის ქალაქის ტური; 

პროგრამის ფარგლებში არ არის გათვალისწინებული:

  • ავიაბილეთები;
  • დამატებითი ხარჯები;
  • შიდა ტრანსპორტირება;
  • ვიზის მოსაკრებელი ( საჭიროების შემთხვევაში )  
 
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდს ან დაუკავშირდით ელ.ფოსტაზე - lawcongress@maltepe.edu.tr