გაცნობებთ, რომ ბუქარესტის ეკონომიკური კვლევების უნივერსიტეტი (The Bucharest University of Economic Studies), რუმინეთი, ბუქარესტის ეკონომიკური კვლევების უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირთან ერთად, სტუდენტური სენატის მეშვეობით და საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის აკადემიური მხარდაჭერით, აცხადებს სტუდენტების მიღებას Bucharest Summer University 2026 პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2026 წლის 9 აგვისტოდან - 23 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
2026 წლის პროგრამის თემაა: „მომავლის ლიდერები საერთაშორისო ბიზნესსა და ეკონომიკაში: გლობალური ეკონომიკის გარდაქმნა.“
Bucharest Summer University აერთიანებს სტუდენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა მათ შეისწავლონ ეკონომიკური თემები და მასთან დაკავშირებული სფეროები, ამავდროულად კი დაამყარონ მნიშვნელოვანი კავშირები საინტერესო სოციალური და კულტურული გამოცდილებების მეშვეობით.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მოპოვონ სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება, რისთვისაც აუცილებელია რომ აპლიკანტმა წარადგინოს შესაბამისი სააპლიკაციო დოკუმენტები. დაფინანსების ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიეთ მოცემულ ბმულს და გაეცანით მოთხოვნებს.
პროგრამის საორგანიზაციო ჯგუფი, პროგრამის განმავლობაში მონაწილისთვის უზრუნველყოფს შემდეგს:
- საცხოვრებელი
- სამჯერადი კვება
- აეროპორტში დახვედრა
- შაბათ-კვირის ტური ( მოიცავს საცხოვრებელს, კვებასა და ტრანსპორტს)
- აკადემიური კურსები და ექსტრაკურიკულარული აქტივობები
პროგრამაში მონაწილე სტუდენტი თავად ფარავს და უზრუნველყოფს რუმინეთში გამგზავრებისა და უკან დაბრუნების ბილეთებს და სამოგზაურო დაზღვევას. პროგრამა არ ფარავს მგზავრობის ხარჯებს.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიეთ მოცემულ ბმულს ან დაუკავშირდით პროგრამის საროგანიზაიო ჯფუგს მოცემულ მეილზე:application@bsu.ase.ro.
აპლიკაციის შევსების და განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადაა 17 მაისი, 2026.
გისურვებთ წარმატებას!
