გაცნობებთ, რომ ბუქარესტის დიმიტრი კანტემირის უნივერსიტეტი(Dimitrie Cantemir University, Bucharest, Romania) აცხადებს სტუდენტების მიღებას 2026 წლის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამის თარიღები: 2026 წლის 13 - 19 ივლისი.
ერთკვირიანი ინტენსიური კურსი სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, შეისწავლონ ხელოვნური ინტელექტის გავლენა ბიზნესზე.
შერჩეული სტუდენტებისათვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია:
- სწავლის საფასური;
- საცხოვრებელი: განთავსება სასტუმროში (ორადგილიანი ნომრები) საუზმით;
- კვება: ლანჩი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე;
- ტრანსპორტირება: ქალაქის შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა
მონაწილეები თავად ფარავენ მგზავრობის ხარჯებს.
პროგრამა განკუთვნილია ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბიზნესით, ტექნოლოგიებით, ეკონომიკითა და ინოვაციებით. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ კავკასიის უნივერსიტეტის შიდა საუნივერსიტეტო შესარჩევ კონკურსში და შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფორმით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge
- ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონის დამადასტურებელი ცნობა;
- ნიშნების ფურცელი (მინიმალური კუმულაციური GPA უნდა შეადგენდეს 3.0-ს);
- პასპორტის ასლი
დოკუმენტების წარდგენის საბოლოო თარიღი - 26 მარტი, 2026.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ დიმიტრი კანტემირის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: international.relations@ucdc.ro
გისურვებთ წარმატებას!
