Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამები, 2021 გაზაფხულის სემესტრი

10 სექტემბერი 2020

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს 2021 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.

 

Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას  და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.

 

2021 წლის გაზაფხულის სემესტრში სტუდენტთა მობილობა  დაგეგმილია შემდეგ უნივერსიტეტებში:

 

  1. FH JOANNEUM გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ავსტრია

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა

1 სემესტრი

Business (Global Business Program), Tourism (BA only) Information Technology (BA only)

ინგლისური

 

  1. ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ესპანეთი

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Informatics, Architecture, Business Administration and Management (with restricted number of English courses)

ინგლისური/ ესპანური B2

  

  1. ისტანბულის ბილგის უნივერსიტეტი, თურქეთი

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა

1 სემესტრი

Business Administration, Economics, International Relations, Political Science, Psychology, Sociology, Tourism and Hotel Management (UG programs)/

MBA, International Relations (MA program)

ინგლისური

 

 

  1. კაუნასის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლიეტუვა

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Public Relations, Tourism, Law, Pre-school and Pre-primary Education

ინგლისური

 

 

 

  • კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი, პოლონეთი

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი/

მაგისტრატურა

1 სემესტრი

Business Administration (Finance)

ინგლისური

 

  • ზაარლანდის უნივერსიტეტი, გერმანია

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

მაგისტრატურა

1 სემესტრი

Law

ინგლისური

 

  • ISCTE - ლისაბონის ბიზნესის სკოლა, პორტუგალია

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Business Administration, Economics, Architecture, Information and Communication Technologies, Sociology

ინგლისური

 

  • ინჰოლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ჰოლანდია

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Business Administration

ინგლისური

 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა  სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი  დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

 

  • პირადობის მოწმობის ან
  • პასპორტის ასლი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • EUROPASS CV
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78)
  • ნიშნების ფურცელი;
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან;

 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება  არ  შეუძლიათ:

 

  • საბაკალავრო პროგრამის პირველი / დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
  • სამაგისტრო პროგრამის პირველი/დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
  • მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ ერაზმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე

 

არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:

 

  • არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
  • წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

 

კანდიდატებმა  განაცხადები უნდა წარმოადგინონ  ელექტრონული ფორმით 2020 წლის 9 ოქტომბრის  ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge .

 

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ საერთაშორისო ენის სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულოა პროგრამაში მონაწილეობის დედლაინის ამოწურვამდე.

 

კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს პირველ ადგილზე შერჩეული  უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს  განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. ერთ სტუდენტს განაცხადის გაკეთება შეუძლია მაქსიმუმ სამ უნივერსიტეტზე.

 

შერჩევის პროცედურა:

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია.
  • კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება;
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • სტუდენტების საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
  • მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდენტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება. 

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.