Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა ვალადოლიდის უნივერსიტეტში, ესპანეთი, 2022 გაზაფხულის სემესტრი

16 მარტი 2021

ვალადოლიდის უნივერსიტეტი (Universidad de Valladolid, Spain), კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, აცხადებს 2022 წლის  გაზაფხულის სემესტრში, Erasmus+ ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.

 

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას  და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.

 

ვალადოლიდის უნივერსიტეტში გამოცხადებული მობილობის დეტალები:

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

პროგრამის დასახელება

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

 

01/02/2022 – 30/06/2022

International Semester Program in Commerce

ინგლისური

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტებმა, შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:

 

  • მოქმედი საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. დანართი #1);
  • EUROPASS CV;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78);
  • ნიშნების ფურცელი;
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი/პროგრამის ხელმძღვანელი/ლექტორი)

 

კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2021 წლის  31 მარტის ჩათვლთ შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge.  

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება  არ  შეუძლიათ:

 

  • დამამთავრებელი სემესტრის (მე-4 კურსის მე-2 სემესტრი) სტუდენტებს;
  • მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ ერაზმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე.

 

არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადებირომლებიც:

 

  • არ აკმაყოფილებს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
  • წარმოდგენილი იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამოდ;
  • წარმოდგენილი იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად

 

შერჩევის პროცედურა:

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია.
  • კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება ვალადოლიდის უნივერსიტეტის სააპლიკაციო პროცედურების შესახებ;
  • შერჩეული კანდიდატების მიერ ვალადოლიდის უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმის შევსება 16 აპრილამდე, 2021;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმის შეფასება მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
  • სტუდენტების საბოლო შერჩევა ვალადოლიდის უნივერსიტეტის მიერ;

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.