Excelia Group, საზაფხულო პროგრამა - 2026

2 მარტი 2026

გაცნობებთ, რომ Excelia Group, საფრანგეთი, აცხადებს აპლიკაციების მიღებას ზაფხულის პროგრამებზე. 

 

შემოთავაზებული კურსები (შეგიძლიათ აირჩიოთ ქვემოთ ჩამოთვლილი კურსებიდან მხოლოდ ერთი):

 

  • Family Business & Entrepreneurship (31 მაისი - 13 ივნისი)
  • Fashion Design & Luxury Industry (14 ივნისი - 4 ივლისი)
  • Corporate Social Responsibility & Event Management (19 ივნისი - 17 ივლისი)
  • French Language Culture & Gastronomy (21 ივნისი - 19 ივლისი)
  • User Experience & Web Design (online) (29 ივნისი - 17 ივლისი)

 

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პროგრამაში მონაწილეობა არის უფასო. პროგრამის ფარგლებში არ არის დაფინანსებული მგზავრობის, სამოგზაურო დაზღვევის, საცხოვრებლისა და პირადი ხარჯები.

 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ შიდა საუნივერსიტეტო შესარჩევ კონკურსში და შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით მოცემულ მეილის მისამართზე: ir@cu.edu.ge  

 

  • ნიშნების ფურცელი (მინიმალური კუმულაციური GPA- 3.0);  
  • აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა; 
  • მოქმედი პასპორტის ასლი;
  • ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი ცნობა.

 

გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა სტუდენტს დახურული ჰქონდეს სწავლების მინიმუმ 1 წელი. 

 

აღნიშნული დოკუმენტების მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ A2 ოთახს, პირველი სართული.

დოკუმენტების წარდგენის საბოლოო ვადაა 13 მარტი, 2026.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს ან დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს მოცემულ მეილის მისამართზე: shortprogrammes@excelia-group.com  

 

გისურვებთ წარმატებას!