სლოვაკეთის სახელმწიფო აცხადებს აპლიკაციების მიღებას სასტიპენდიო პროგრამებზე 2026-2027 აკადემიური წლისთვის.
პროგრამებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის საფეხურის სტუდენტებს.
ზემოხსენებულ პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი პირობაა სლოვაკური ენის ცოდნა.
მონაწილეობის კრიტერიუმები:
- განათლების უმაღლესი დონის სერტიფიკატი;
- ნიშნების ფურცელი;
- დაბადების მოწმობა;
- ფოტოსურათი 3x4;
- სარეკომენდაციო წერილი;
- რეზიუმე და სამოტივაციო წერილი;
- პირადი პუბლიკაციების სია (დოქტურანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის);
- პასპორტის ასლი;
- ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა
დეტალური ინფორმაცია საჭირო დოკუმენტების მომზადების შესახებ იხილეთ ბმულზე.
დაინტერესებულმა პირებმა აპლიკაციის შესავსებად უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე 2026 წლის 25 მაისამდე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: helpdesk@smsez.sk
გისურვებთ წარმატებას!
